Thumbnail

17-წლამდელებმა ნორვეგიას აჯობეს, მომდევნო რუმინეთია

  • გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა პოლონეთში პირველი გამარჯვება იზეიმეს
  • სირენკას თასზე სულ 8 ნაკრები მონაწილეობს, მათ შორის ინგლისიცაა

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე სირენკას თასზე მე-2 მატჩი ჩაატარა და ნორვეგია 1:0 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის შეგირდებმა სასტარტო შეხვედრა მასპინძლებთან 1:2 წააგეს, მომდევნო მატჩს კი, 10 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ნორვეგიელებთან შეხვედრაში მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ხარატიშვილი, ხვადაგიანი, ო. მამაგეიშვილი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, ავალიანი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, უბილავა, თუთაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: აბუაშვილი, დუნდუა, სიჭინავა.

პოლონური ტურნირი 10 სექტემბრამდე გაგრძელდება და ჩიტაურის გუნდისთვის, ეს ევროშესარჩევ ციკლამდე, ბოლო მოსამზადებელი ეტაპია.

შეჯიბრში ქართველთა 7 ნაკრები მონაწილეობს: პოლონეთი, ინგლისი, ავსტრია, შვეიცარია, რუმინეთი, ფინეთი და ნორვეგია.

კომენტარები

ბოლო ამბები