Thumbnail

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბარსელონაში? კლუბები შეთანხმებულები არიან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონა და იუვენტუსი ზამთარში, სავარაუდოდ, ნახევარმცველებს გაცვლიან
  • ტუტოსპორტი: ემრე ჯანი ბარსაში გადავა, ივან რაკიტიჩი კი - იუვეში

სატრანსფერო ფანჯარა ახლახან დაიხურა, ევროპის ტოპკლუბები კი უკვე მომდევნო, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებს გეგმავენ. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ბარსელონასა და იუვენტუსს შორის საინტერესო გარიგება იგეგმება. 

ტურინულ გრანდთან დაახლოებული გაზეთის, ‘ტუტოსპორტის’ ცნობით, ბარსა და იუვე აგვისტოშივე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელების გაცვლაზე, რომლის მიხედვითაც, იუვენტუსიდან ბარსელონაში ემრე ჯანი უნდა გადასულიყო, კატალონიური გრანდიდან ტურინში კი - ივან რაკიტიჩი.

იუვეს ემრე ჯანი აღარ სჭირდება

ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, კლუბები ძირითად საკითხებზე უკვე შეთანხმებულებიც იყვნენ, მაგრამ გაცვლა მაინც არ შედგა, რადგან ბარსელონას სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღემდე ჰქონდა იმედი, რომ ნეიმარს გადაიბირებდა და რაკიტიჩიც პარი სენ-ჟერმენში გადასვლის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. რაკი ნეიმართან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბოლო საათამდე გაიწელა, კატალონიელებს აღარ დარჩათ იმის დრო, რომ იუვენტუსთან მოლაპარაკებები ბოლომდე მიეყვანათ.

ივან რაკიტიჩი, შესაძლოა, იუვეში ვიხილოთ

ფაქტია, რომ ტურინელებს ემრე ჯანი აღარ სჭირდებათ. მაურიციო სარიმ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა. როგორც ფეხბურთელი ამბობს, ტურინში მას საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანას დაპირდნენ, მაგრამ სიტყვა არ შეასრულეს.

კომენტარები

ბოლო ამბები