Thumbnail

ოქსანა ნიუ ჰეივენის ჩემპიონია! კალაშნიკოვას 36-ე ტიტული

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვა/ანა ბლინკოვა 6:2, 4:6, 10:4 უსუე არკონადა/ჯემი ლოები
  • 29 წლის ჩოგბურთელმა წყვილებში 31 ტიტული მოიგო

ოქსანა კალაშნიკოვა ნიუ ჰეივენის (აშშ) ტურნირის გამარჯვებულია - Oracle Challenger სერიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი რუს მეწყვილე ანა ბლინკოვასთან (84 ერთეულებში) მეორე ნომრად იყო განთესილი. 

ფინალში ქართველი და რუსი ამერიკელებს დაუპირისპირდნენ, უსუე არკონადასა და ჯემი ლოებს და სამ სეტში მოუგეს - 6:2, 4:6, 10:4. შეხვედრა საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. 

29 წლის კალაშნიკოვას პროფესიულ კარიერაში 36 ტიტული აქვს მოპოვებული. აქედან 31 წყვილთა თანრიგში (5 WTA-ს ეგიდით). ორშაბათს ოქსანა ახალ რეიტინგში წყვილებში მსოფლიოს 59-ე ჩოგანი იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები