Thumbnail

კეინის ჰეთ-თრიკით ინგლისმა ბულგარეთი დაამარცხა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ინგლისი 2:0 ბულგარეთი
  • 1:0 - ჰარი კეინი (24), 2:0 - ჰარი კეინი (49), 3:0 - რაჰიმ სტერლინგი  3:0 - ჰარი კეინი (73)

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ბულგარეთის ნაკრებს უემბლიზე დიდი ანგარიშით - 4:0 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაიმყარა.

ანგარიში უკვე 24-ე წუთზე ინგლისის ნაკრების კაპიტანმა - ჰარი კეინმა გახსნა. ბულგარელთა მეკარე პლამენ ილიევმა, ბურთის შორს მოგერიების ნაცვლად, რატომღაც იქვე მყოფი მცველისთვის პასის გაკეთება მოინდომა, მაგრამ ბურთი რაჰიმ სტერლინგს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი ჰარი კეინი მოძებნა. ინგლისელთა ფორვარდს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.

ჰარი კეინმა გატანილ გოლს პენალტით კიდევ ორი დაუმატა, ხოლო რაჰიმ სტერლინგმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0. 66-ე წუთზე საუთგეიტმა მოედანზე ჯორდან ჰენდერსონის ნაცვლად, ჩელსის მეისონ მაუნთი შემოიყვანა ეს ახალგაზრდა ინგლისელისთვის ნაკრებში დებიუტი გახლდათ.

ასევე ნაკრებში დაბრუნდა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რომელსაც თითქმის 1 წელი გაუცდა. ლივერპულის ნახევარმცველმა სიტისთან მიღებული ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვა.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჰარი კეინმა უემბლიზე ბოლო 5 მატჩში, 5 პენალტი გაიტანა - 3 ინგლისის ნაკრებში, 2 ტოტენჰემში.

⚽ რაჰიმ სტერლინგი ნაკრების ბოლო 7 მატჩში, 9 გოლში იყო ჩართული - 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა.

⚽ ჰარი კეინს ნაკრებში 7 გოლი აქვს გატანილი, მხოლოდ ფრენკ ლამპარდს აქვს უფრო მეტი - 9!
 

ინგლისი 2:0 ბულგარეთი

გოლები: 1:0 კეინი (24’), 2:0 კეინი (პენ, 49')

ინგლისი (4-3-3): პიკფორდი - ტრიპიერი, კინი, მაგუაირი, როუზი - ჰენდერსონი, რაისი, ბარკლი - სტერლინგი, კეინი, რაშფორდი. 

ბულგარეთი (5-4-1): ილიევი - პოპოვი, ბოდუროვი, სარმოვი, ბოჟიკოვი, ნედიალკოვი - ივანოვი, პოპოვი, მალინოვი, ვენდერსონი - მარსელონიო.

კომენტარები

ბოლო ამბები