Thumbnail
  • 8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში დანიას უმასპინძლებს
  • ნაკრების ვიცე-კაპიტნის თქმით, გუნდი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 სთ-ზე დაიწყება.

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | რეაბილიტაციის შანსი ვაისს - დანია მთავარი მწვრთნელის გარეშეა

6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე არასრული გუნდით ივარჯიშა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საწვრთნელ პროცესში ის ფეხბურთელები ჩაერთვნენ, რომლებსაც კორეის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. ამხანაგურ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში ჰქონდათ. 

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისა და მომავალი შეხვედრის შესახებ ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ისაუბრა:

მეტი ამ თემაზე: 2:2 სამხრეთ კორეასთან - საქართველოს ნაკრები წაგებას გადაურჩა

"კორეის წინააღდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრას პოზიტურად შევაფასებ. ბევრ ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა და ამასთან ერთად, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. თამაშს განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვაკონტროლებდით, მეორე ნახევარი, სამწუხაროდ, კარგად ვერ დავიწყეთ.

საერთო ჯამში, ძალიან გახსნილი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რაც ჩემი აზრით, პოზიტიურია. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილები არ ვართ, რადგან შექმნილი მომენტები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა და გაშვებული გოლების ეპიზოდში უკეთესად უნდა გვემოქმედა.

წინ საკმაოდ საინტერესო და პრინციპული მატჩი გველოდება დანიის ნაკრებთან. კარგი შედეგისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ".

ქვილითაიას გოლმა საქართველოს ნაკრები კორეასთან წაგებას გადაარჩინა
📸 | GFF.GE

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოსა და დანიის ეროვნული ნაკრებები დღეს, 7 სექტემბერს გამართავენ.

საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).

კომენტარები

ბოლო ამბები