Thumbnail

მასიმო ფერერო დასაცავია - სამპდორიას პრეზიდენტი ფანატებს პოლიციამ გაარიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რესტორანს, სადაც ფერერო იმყოფებოდა, უკმაყოფილო ფანატებმა ალყა შემოარტყეს
  • გენუის კლუბის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პოლიციამ და დაცვამ ერთად იზრუნა 

იტალიური საფეხბურთო კლუბის სამპდორიას პრეზიდენტს მასიმო ფერეროს პოლიციის დახმარება დასჭირდა იმისთვის, რათა მისი მუშაობით უკმაყოფილო ულტრასებთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი 5 სექტემბერს, გენუის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ფერერო სადილობდა. სამპდორიას გულშემატკივართა ჯგუფმა შენობას ალყა შემოარტყეს, რის შემდეგაც კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვეს. ფანატების სურთ, რომ მასიმომ კლუბი გაყიდოს.

გენუელებმა სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყეს

როგორც ირკვევა, გულშემატკივრები აგრესიულად იქცეოდნენ. რესტორნის დაცვის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა პოლიციელებმა საბოლოოდ მაინც მოახერხეს ვითარების გაკონტროლება და ფერეროს შენობიდან უსაფრთხოდ გაყვანა.

გენუის სამპდორიას სერია A-ს ორ სასტარტო ტურში ორივე წაგება აქვს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა ჯერ შინ ლაციოსთან 0:3 წააგეს, შემდეგ კი სტუმრად სასუოლოსთან დამარცხდნენ - 1:4. გენუის გუნდი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს. 

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები