Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიამ კარიერის დასრულება ემოციური პოსტით დაადასტურა
  • მან NBA-ში 16 წელი ითამაშა და ორჯერ გახდა ჩემპიონი
  • ქართველი ცენტრი ახალი სეზონიდან გოლდენ სტეიტში იმუშავებს

“არ განვიცდი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა” - ეს ზაზა ფაჩულიას სიტყვებია, რომლითაც ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა.

ზაზა ფაჩულია და ჯეიმს ჰარდენი

35 წლის ცენტრმა, რომელმაც NBA-ში 16 წელი გაატარა და გოლდენ სტეიტთან ერთად ორჯერ იზეიმა ჩემპიონობა, ფეისბუქზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს თანადგომისთვის და სიყვარულისთვის მადლობას უხდის.

“16 წლის წინ გავხდი NBA ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი, გამოცდილება და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენი სიყვარული. მთელი ცხოვრება ვიქნები მადლიერი თანადგომის, რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად. არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა… მადლობა. Nothingeasy!” - წერს ფაჩულია.

View this post on Instagram

16 years ago, I walked into an amazing organization and became a part of the NBA family. I gave my best years, hard work, dedication and passion to basketball and in return I got so much love, friendship, experience and unbelievable memories. I’m forever grateful for this journey and looking forward to the next chapter. Thank you all for your support and love. I’m not sad because it’s over, I’m happy because it happened. #Nothingeasy 🇬🇪🏀 16 წლის წინ გავხდი NBA-ს ოჯახის წევრი. ეს იყო საუკეთესო წლები, რომელიც მოიცავდა ძალიან დიდ შრომას, მონდომებას, ბევრ რამეზე უარის თქმას, მაგრამ სანაცვლოდ უკან დამიბრუნდა საუკეთესო მოგონებები, შევიძინე უამრავი მეგობარი , გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია თქვენი სიყვარული. მთელი ცხობრება ვიქნები მადლიერი თანადგომის რომელსაც სულ ვგრძნობდი დიდი მანძილის მიუხედავად . არ განვიცდი რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი მოხდა ...

A post shared by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

შეგახსენებთ, რომ ზაზა გოლდენ სტეიტში ბრუნდება - ოღონდ არა კალათბურთელის, არამედ მრჩევლის რანგში. ფაჩულია უორიორსს დახმარებას ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებში გაუწევს.

ზაზამ NBA-ს ბეჭედი სწორედ გოლდენ სტეიტში, 2017 და 2018 წლებში მოიგო. ქართველი კალათბურთელი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 16 წელი თამაშობდა. მან რეგულარულ სეზონში 1000-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ზაზა NBA-ში ორლანდოს, მილუოკის, დალასის, დეტროიტისა და გოლდენ სტეიტის ღირსებას იცავდა.

ერთი შეხედვით, ზაზას საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოახერხა დრაფტის მეორე რაუნდში 42-ე ნომრად არჩეულმა კაცმა, რომელსაც საშუალოდ თამაშში 7 ქულა და 6 მოხსნა აქვს, 16 წლის განმავლობაში მოთხოვნადი ყოფილიყო მსოფლიოს უძლიერეს და ყველაზე ვარსკვლავურ ლიგაში და ეთამაშა 1098 (!) თამაში.

წაიკითხე | ზაზა ფაჩულიას საოცარი კარიერა! ყველაფერი, რაც 16 წელი მოედანზე ხდებოდა

სტატისტიკა ვერ აჩვენებს ზაზას ყველაზე მთავარ ღირსებას. ფაჩულია დაცვითი ტიპის ცენტრი იყო, იგი ძალიან კარგად იცავდა თავს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურ დაცვაში და კარგად ამაგრებდა სამწამიანს. ზაზას მთავარი სათამაშო ღირსება მისი სათამაშო ინტელექტი და გუნდისთვის თავდადების უნარი იყო - ის, რასაც ამერიკელები sacrifice-ს უწოდებენ.

ზაზა ფაჩულია და კევინ დურანტი

ზაზა დიდი მოცულობით დაცვით, „შავ სამუშაოს“ ასრულებდა - მზად იყო, დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგის ყველაზე სახიფათო შემტევ ცენტრებსა და მძიმე ფორვარდებს, დაეზღვია თანაგუნდელები, ბევრი ებრძოლა. მასთან ერთად თამაში უფრო ადვილი იყო. იგი თანაგუნდელებს საქმეს უიოლებდა, ასრულებდა რა დიდი მოცულობით შავ სამუშაოს, აკეთებდა საქმეს, რომელიც ჰაილაითებში არ ხვდება და გულშემატკივარი ნაკლებად ხედავს, თამაშის მოსაგებად კი აუცილებელია.

ზაზა ფაჩულია და იანის ანტეტოკუნმპო
გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები