Thumbnail

მესის ბარსელონადან წასვლა შეუძლია - ლეოს კონტრაქტში არის ასეთი პუნქტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას კაპიტანს კლუბის დატოვება ნებისმიერი სეზონის შემდეგ შეუძლია
  • მაგრამ კატალონიელებს ხელშეკრულების ამ პუნქტის ამოქმედების არ ეშინიათ

ბარსელონას კაპიტან ლიონელ მესის კატალონიური კლუბის დატოვება ნებისმიერი სეზონის შემდეგ შეუძლია. ამის შესახებ El Pais იუწყება, რომლის ცნობით, შესაბამისი პუნქტი არგენტინელი ფეხბურთელის კონტრაქტშია გათვალისწინებული. 

მესის ბარსელონასთან ხელშეკრულება 2021 წლის ივნისამდე აკავშირებს და როგორც ირკვევა, თუკი 32 წლის ლეო მოისურვებს, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, მან კატალონიურ კლუბს სურვილის შესახებ 30 ივნისამდე უნდა აცნობოს. 

ლეო ბარსას ღირსებას 2003 წლიდან იცავს, მასთან ერთად ლა ლიგა კი 10-ჯერ მოიგო

მსგავსი პუნქტები იდო ბარსას სხვა ლეგენდების - კარლეს პუიოლის, ჩავისა და ანდრეს ინიესტას ხელშეკრულებებშიც.

მაგრამ კატალონიურ კლუბში არ შიშობენ, რომ ლიონელ მესი კონტრაქტის გაწყვეტას უკვე მომავალ ზაფხულს მოინდომებს. “კამპ ნოუზე” დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ჯერ ისევ აპირებს უმაღლეს დონეზე თამაშს და ამავდროულად, კმაყოფილია გუნდში მისი მდგომაროებით.

ლიონელ მესის მიმდინარე სეზონში ჯერ არცერთ მატჩში უთამაშია, რისი მიზეზიც სეზონისწინა ვარჯიშზე მიღებული ტრავმა გახდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები