Thumbnail

'რომ გავიღვიძე, გარაჟში, სატვირთოში ვიყავი' - გულახდილი იურგენ კლოპი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დორტმუნდის ყოფილმა თავკაცმა 2011 წლის საჩემპიონო ზეიმის ამბები გაიხსენა
  • გერმანელ სპეციალისტს გარაჟში ეძინა, მაგრამ მანამდე რა მოხდა, არაფერი ახსოვს

დორტმუნდის ბორუსიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, რომელიც ამჟამად ლივერპულს წვრთნის, ჟურნალისტებთან 2011 წლის ამბავი გაიხსენა, როდესაც მისი გუნდი ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა. 52 წლის გერმანელი სპეციალისტი არ მალავს, რომ საჩემპიონო ზეიმის შემდეგ გარაჟში ეძინა.

"მართლაც, როცა გავიღვიძე, გარაჟში, სატვირთო მანქანაში ვიყავი. მარტო. ეს კი მახსოვს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, იქამდე რა მოხდა", - ამბობს კლოპი.

2010/11 წლების სეზონში, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ბორუსიამ გერმანიის ბუნდესლიგა პირველ ადგილზე, 75 ქულით დაასრულა. მეორე ადგილზე ლევერკუზენი (68) გავიდა, მესამეზე - მიუნხენის ბაიერნი (65).

კლოპი დორტმუნდს 2008-2015 წლებში წვრთნიდა და ამ გუნდთან ერთად გერმანიის ჩემპიონი ორჯერ (2011, 2012) გახდა, ასევე მოიგო გერმანიის თასი (2012) და ქვეყნის ორი სუპერთასი (2013, 2014). 
 
გერმანელმა სპეციალისტმა 2015 წლიდან ლივერპული ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. მისი ხელმძღვანელობით მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ ითამაშეს, გასულ სეზონში კი გამარჯვებულებიც გახდნენ. 

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები