Thumbnail
  • ქართველი ნახევარმცველი იელგავაში ითამაშებს
  • მათეს ბალტიისპირულ გუნდში 2 თანამემამულე დახვდება

24 წლის ქართველი ფეხბურთელი მათე ცინცაძე იელგავაში ჩაირიცხა და ლატვიური კლუბის ღირსებას მომავალი სეზონის ბოლომდე დაიცავს. ბალტიისპირელებმა ქართველი ნახევარმცველი ლატვიაში დაწესებული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გადაიბირეს და მან ტრავმირებული ალეკსანდრ კოტლაროვსი უნდა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ მათე ბოლოს ქუთასისი ტორპედოში ირიცხებოდა და უეფა-ს ევროლიგის თასზე ყაზახურ ორდაბასისთანაც ითამაშა, უცხოეთში კი, აქამდე, მხოლოდ პოლონური შჩეცინის ღირსება დაუცავს.

ამას გარდა, ცინცაძე თბილისის ლოკომოტივის, თბილისის დინამოს და რუსთავის წევრიც გახლდათ, საქართველოს ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ეროვნულ გუნდში კი 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

ლატვიის მიმდინარე ჩემპიონატში იელგავას 24 მატჩში 27 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 14 სექტემბერს სტუმრად ვენტსპილსთან ჩაატარებს.

ცინცაძე ლატვიურ გუნდში თავს ეულად არ იგრძნობს, რადგანაც მას იქ ირაკლი ბიძინაშვილი და გურამ ლუკავა დახვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები