Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ამხანაგურად სამხრეთ კორეას ეთამაშება
  • სტამბოლში მიმდინარე მატჩში ანგარიში ჯანო ანანიძემ გახსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სტამბოლში, ბაშაქშეჰირის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას სამხრეთ კორეის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი იგებს - 1:0. 

ანგარიში მე-40 წუთზე ჯანო ანანიძემ გახსნა, რომელიც ვაკო ყაზაიშვილის გადაცემის შემდეგ, კორეელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა.

1:0 ანანიძე (40')

ვლადიმირ ვაისმა თამაში ამ შემადგენლობით დაიწყო: მაკარიძე - კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე - აბურჯანია, კიტეიშვილი - ოქრიაშვილი, ანანიძე, დავითაშვილი - ყაზაიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები