Thumbnail
  • ვაისის გუნდი სტამბოლში ამხანაგურ მატჩს სამხრეთ კორეასთან გამართავს
  • ვლადიმირ ვაისმა ამ შეხვედრისთვის სასტარტო თერმეტეული დაასახელა
  • საქართველოს ნაკრებში 18 წლის ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სტამბოლში, ბაშაქშეჰირის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას სამხრეთ კორეის ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

ცნობილი გახდა საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა. ვლადიმირ ვაისი სამხრეთ კორეასთან თამაშს ამ 11-ეულით დაიწყებს:

საქართველო (4-2-3-1): გიორგი მაკარიძე - ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (კ), ჯიმი ტაბიძე, ლევან ხარაბაძე - გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი - ზურიკო დავითაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე - თორნიკე ოქრიაშვილი.

სათადარიგოები: გიორგი ლორია, ლაზარე კუპატაძე, ჯაბა კანკავა, ბუბა დაუშვილი, საბა ლობჟანიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო გვილია, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია. 

აღსანიშნავია, რომ სტამბოლში თამაშს პირველივე წუთებიდან დაიწყებს ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ექნება.

📷 ჩვენი გუნდი უკვე მოედანზეა

🇬🇪 ჩვენი გუნდი მოედანზეა

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი, 2019

 

კომენტარები

ბოლო ამბები