Thumbnail
  • ურთიერთშეხვედრებში უკვე თაბაფარდობაა - 3:3
  • სერიის სამი მატჩიდან "ბორჯღალოსნებმა" ორი მოიგეს და ერთი წააგეს
  • გიორგი ჩხაიძემ მე-100 კეპი მოიხვეჭა (მესამე ცენტურიონი კვირიკაშვილის და კაჭარავას შემდეგ)
  • გიორგი კვესელაძემ და რეზო ჯინჭველაშვილმა პირველად ითამაშეს "ბორჯღალოსანთა" სასტარტო შემადგენლობაში

ნოემბრის სერიის ბოლო მატჩში, ვაკეში საქართველოს ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა შეერთებული შტატების გუნდი - 21:20. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 77-ე წუთზე სტუმრებს გარდასახვა რომ გაეტანათ, დიდი ალბათობით, ამ მატჩს წავაგებდით, რაც კარდიფული -7 ქულისა და მასპინძელთა ბოლო წუთების ფარსის შემდეგ, ერთობ მოულოდნელი იქნებოდა, თუმცა...

ნოემბრის ტესტების სერიამ ბევრი პოზიტივი გამოავლინა. აქამდე თუ გვეგონა, რომ მერაბ კვირიკაშვილი გუნდში შეუცვლელია, გამოჩნდა, რომ გვყავს მისი შემცვლელი, თანაც ძალიან კარგი (სოსო მათიაშვილი). გამოჩნდნენ ახალი ბიჭები უკანა ხაზში - მოდებაძე, კვესელაძე, აფრასიძე, ჯინჭველაშვილი...

ამერიკასთან თამაშში გადახალისებული უკანახაზი ხელით ლაღად თამაშს ცდილობდა და მომენტებში გამოსდიოდა კიდეც. რაც ყველაზე უცნაურია, ერთ-ორჯერ იქ წავაგეთ ბრძოლა, სადაც ყოველთვის დიდი უპირატესობა გვაქვს ხოლმე - შერკინებაში. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელებმა ორი ლელო მოლის აგორებით გაგვიტანეს, რაც არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩვენ ძლიერ მხარედ ითვლებოდა. 

გუნდი აშკარად პროგრესირებს, წინ მიდის, თან გზად ექსპერიმენტებს არ ერიდება. ბუნებრივია, ყველაფერი არ გამოსდის, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სერიის სამი თამაშიდან ორივე მოსაგები მოგებულია. მომავალ ერთა თასს ოპტიმისტურად ვხდებით. სწორედ ამ ტურნირზე უნდა ჩამოყალიბდეს ის ბირთვი, რომელსაც 2019 წლის მსოფლიოს თასზე დავეყრდნობით. 

სოსო მათიაშვილი  ამ ჯერზეც ერთ-ერთი გამორჩეული იყო

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "პირველ ტაიმში რამდენჯერმე ჩვენი შერკინება და დერეფანი დავთმეთ და ამით თავი ხიფათში ჩავიგდეთ. პირველ ტაიმში მეტი ქულის აღება გვმართებდა. ამას ის დაემატა, რომ მეორე ტაიმში ბურთიც დავთმეთ და კარგია, რომ გამარჯვება მაინც ჩვენ დაგვრჩა. მაინც კმაყოფილი ვარ, სხვა დროს ასეთ თამაშს წავაგებდით, როგორც ეს 4 წლის წინათ იმავე ამერიკასთან მოგვივიდა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ახალგაზრდა მორაგბეების გარჯა. კვესელაძემ და აფრასიძემ დიდი სამუშაო გასწიეს. 

მილტონ ჰეიგი: ნოემბრის სერიაში სამივე მატჩის მოგება დავგეგმეთ, ორი მოვიგეთ და უელსი დიდ წნეხში ვამყოფეთ

კარგია, რომ გუნდში ახალი სახეები ჩავრთეთ. ეს ბიჭები მომავალი მსოფლიოს თასისთვის უნდა გამოგვადგნენ. საერთო ჯამში, ნაკრებმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა". 


საქართველო-აშშ 21:20

საქართველო: 15. კვირიკაშვილი (66. მალაღურაძე), 14. მათიაშვილი, 13. შარიქაძე, 12. კვესელაძე, 11. მოდებაძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. ლობჟანიძე (8. აფრასიძე), 1.ნარიაშვილი (65. ჟვანია), 2. ბრეგვაძე (65. მამუკაშვილი), ჩილაჩავა (66. ბეკოშვილი), 4. ჩხაიძე (54. ნემსაძე), 5. მიქაუტაძე, 6. სუთიაშვილი (54. ლომიძე), 7. კოლელიშვილი (62. თხილაიშვილი), 8. ბიწაძე.

3 ლელო (საჯარიმო, ჩილაჩავა, ბრეგვაძე)
2 გარდასახვა (მათიაშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები