Thumbnail

გარეთ ბეილი არ დაინდეს - დისკვალიფიკაცია და ჯარიმა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩში რეალს უელსელი თავდამსხმელი დააკლდება
  • 30 წლის ფეხბურთელმა ვილიარეალთან შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო

მადრიდის რეალის თავდამსხმელი გარეთ ბეილი ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი უელსელი ფეხბურთელის გაძევებაა ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში, ვილიარეალთან (2:2).

30 წლის თავდამსხმელმა იმ შეხვედრაში დუბლი მითვალა, მაგრამ კომპენსირებულ დროში წესები ორჯერ დაარღვია და გააძევეს.

უელსელი რეალს მომავალ ტურში ვეღარ დაეხმარება

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის რეალმა არბიტრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ ამაოდ. უელსელი ფეხბურთელი ლევანტესთან შეხვედრას გამოტოვებს. ამასთან, კლუბი 350 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის, თავად ფეხბურთელი კი - 600 ევროს.

გარეთ ბეილმა მიმდინარე სეზონში მადრიდის რეალის ღირსება 3 მატჩში დაიცვა. მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.

მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, 5 ქულით, მე-5 პოზიციას იკავებს. ვილიარეალი კი 2 ქულით მე-16 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები