Thumbnail

ტრაგედია ბრაზილიაში - კაფუს 30 წლის შვილი გარდაიცვალა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა კაფუს შვილი გარდაეცვალა
  • 30 წლის დანილომ გულის შეტევა ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო

ლეგენდარული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი კაფუ შვილის გარდაცვალებას გლოვობს. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონის უფროსი, 30 წლის ვაჟი დანილო ოთხშაბათს საღამოს, გულის შეტევით გარდაიცვალა. კაფუს შვილმა ინფარქტი ფეხბურთის თამაშის დროს მიიღო. ეს ინფორმაცია ბრაზილიურ მედიას ყოფილმა ფეხბურთელმა, პაულო სერჟიომ დაუდასტურა.

ეს ფოტო რამდენიმე წლის წინაა გადაღებული - დანილო მარჯვნივ

როგორც ირკვევა, დანილოს გულის შეტევა ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაეწყო და სასწრაფო დახმარების ავტომობილში გარდაიცვალა. კაფუმ 11 აგვისტოს (მამის დღე ბრაზილიაში) გამოაქვეყნა ფოტო დანილოსთან, მიშელთან და მეორე შვილთან, ველინგტონთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე 49 წლის კაფუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. 2002 წელს იგი მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

კაფუს პოსტი ინსტაგრამზე - დანილო მარჯვნივ

კომენტარები

ბოლო ამბები