Thumbnail
  • ბელინდა ბენჩიჩმა მეოთხედფინალში დონა ვეკიჩი დაამარცხა
  • 19 წლის ბიანკა ანდრეესკუც ნახევარფინალშია

ბიანკა ანდრეესკუ და ბელინდა ბენჩიჩი აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველად გავიდნენ და ხუთშაბათს, ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

19 წლის კანადელმა ანდრეესკუმ მეოთხედფინალში ბელგიელი ელიზ მერტენსი სამ სეტში, 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა. მასზე სამი წლით უფროსმა ბენჩიჩმა (შვეიცარია) კი, მანამდე ხორვატ დონა ვეკიჩს 7:6 (7:5), 6:3 მოუგო.

ბელინდა ბენჩიჩი

“ეს ნამდვილი სიგიჟეა! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ აქ კვალიფიკაციაზე ვთამაშობდი. რასაც ახლა ვგრძნობ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არ მჯერა, რომ ეს რეალურად მოხდა,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ანდრეესკუმ. იგი პირველი თინეიჯერია ბოლო 10 წელიწადში, რომელმაც US Open-ის ნახევარფინალში გააღწია. ბოლო კაროლინ ვოზნიაცკი გახლდათ 2009 წელს, რომელიც მაშინ ასევე 19 წლის იყო.

📺 ვიდეო: ბიანკა ანდრეესკუ 3:6, 6:2, 6:3 ელიზ მერტენსი (მიმოხილვა)

მეორე ნახევარფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულ სერენა უილიამსს (აშშ) შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში გასვლით ბენჩიჩი ტურნირის შემდეგ რეიტინგში ტოპ 10-ში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ მან მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნაომი ოსაკა (იაპონია) დაამარცხა. აქვე ვთქვათ, რომ ანდრეესკუს ჰარდზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

📺 ვიდეო: ბელინდა ბენჩიჩი 7:6, 6:3 დონა ვეკიჩი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები