Thumbnail

3 ცვლილება შოტლანდიასთან - ჰეიგმა შემადგენლობა დაასახელა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰეიგმა შოტლანდიასთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა
  • მეორე დაპირისპირებაში შოტლანდიასთან სულ 3 კაცი შეიცვალა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 სექტემბერს , ''მარიფილდზე'' შოტლანდიის ნაკრებს შეხვდება. ''ბორჯღალოსნები'' მსოფლიო თასამდე ბოლო მატჩს გამართავენ. მათ ორი საშინაო შეხვედრიდან ერთი მოიგეს და ერთიც დათმეს.

ჰეიგმა შოტლანდიასთან მე-2 შეხვედრისთვის რამდენიმე ცვლილება განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გრეგორ თაუნსენდმა შოტლანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში 12 მორაგბე შეცვალა და ''ბორჯღალოსნებს'' ასე დაუპირისპირდება.

ჰეიგმა სასტარტო 15-ში სულ სამი ცვლილება განახორციელა, თუმცა არის გარკვეული გადაადგილებები. ღერძი უცვლელი დარჩა და 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავი თედო აბჯანდაძე იქნება. ფულბეკად იწყებს თამაშს იოსებ მათიაშვილი. ცენტრში დავით კაჭარავას ამჯერად ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ცენტურიონი კაჭარავასთვის ეს 116-ე სანაკრებო შეხვედრაა და ის ამ კუთხით ერთპიროვნულად დაწინაურდება. ფრთაზე გადაინაცვლა ზურაბ ძნელაძემ, რომელიც სანდრო თოდუას შეცვლის, ხოლო მეორე ფრთა კვლავ მირიან მოდებაძე იქნება. 

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი იწყებენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ამჯერად გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში გადაინაცვლა შალვა სუთიაშვილმა, რომელიც ოთარ გიორგაძის ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს გიორგი თხილაიშვილი შეცვლის. შერკინების შემკვრელი კვლავ ბექა გორგაძე იქნება. 

ცვლილებებია მარქაფაშიც და კვაჭად თამაშში 19 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ბურჯებად კი გურამ გოგიჩაშვილი დაგიორგი მელიქიძე შევლენ. მეორე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძე, ხოლო მესამეში საღინაძე შევა. 9 ნომრის მარქაფა კვლავ გელა აფრასიძეა, ასევე ცვლილებაზე რჩება თამაზ მჭედლიძე, ხოლო ხაზის კიდევ ერთი შემცვლელი გიორგი კვესელაძეა, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და მოსამზადებელ მატჩებში პირველად ითამაშებს.

#ბრძოლაშიბედნიერნი ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი შოტლანდიასთან საპასუხო ტესტისთვის ცნობილია 🔥 ვრცლად: bit.ly/2kuH7JJ 🏴󠁧󠁢󠁳󠁣󠁴󠁿 შოტლანდია v საქართველო 🇬🇪 | 6 სექტემბერი, მერიფილდი LIVE 🔴 პირველი არხი | 22:30

Posted by Georgian Rugby on ოთხშაბათი, 04 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები