Thumbnail

'უარს არ ვიტყოდი' - ჯეიდონ სანჩო პრემიერლიგასა და ლა ლიგაში თამაშზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დორტმუნდის ნახევარმცველმა კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ისაუბრა
  • 19 წლის ინგლისელი პრემიერლიგასა და ლა ლიგაში წასვლას არ გამორიცხავს 

დორტმუნდის ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო ამბობს, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუკი ინგლისის პრემიერლიგის ან ესპანური პრიმერას კლუბში აღმოჩნდებოდა.

"მომავალს ვერ განვჭვრეტ, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნების წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. არც ესპანეთის პრიმერაში გადასვლის ვარიანტს გამოვრიცხავდი, მაგრამ ახლა ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

გერმანიაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წნეხი ნაკლებად იგრძნობა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად მეხმარება, უფრო მეტად ფეხბურთზე გავამახვილო ყურადღება", - ამბობს სანჩო.

19 წლის ინგლისელი დორტმუნდის კლუბში 2017 წელს, მანჩესტერ სიტიდან აღმოჩნდა. ნახევარმცველმა 2018/19 წლების სეზონში ბუნდესლიგის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 12 გოლი და მიითვალა 14 პასი. ამ სეზონში სანჩომ ბუნდესლიგის სამივე მატჩში ითამაშა და მის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 3 საგოლე პასია. კიოლნთან მე-2 ტურის შეხვედრაში (3:1) მან გოლი და საგოლე პასი მიითვალა და გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგაში მე-15 გოლი შეაგდო.

გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები