Thumbnail

12 ცვლილება ბორჯღალოსნებთან - შოტლანდია რასელისა და ლეიდლოუს გარეშე

  • გრეგორ თაუნსენდმა საქართველოსთან მატჩისთვის 12 მორაგბე შეცვალა
  • შოტლანდიელები ფინ რასელისა და გრეგ ლეიდლოუს გარეშე ითამაშებენ

საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ, შოტლანდიის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, გრეგორ თაუნსენდმა 6 სექტემბერს გასამართი მატჩისთვის შემადგენლობაში 12 ცვლილება განახორციელა.

შოტლანდიელები იაპონიაში ორშაბათს გაფრინდებიან, მანამდე კი მსოფლიო თასამდე ბოლო შეხვედრას ''ბორჯღალოსნების'' წინააღმდეგ ითამაშებენ. ნაკრებს დაუბრუნდნენ ტომი სეიმური და ბლეიდ ტომსონი, ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშებს ჯონი გრეი. უკანა ხაზში ერთმანეთს დანკან ტეილორი და სემ ჯონსონი შეუწყვილდებიან.

კაპიტნის სამკლაურს რაიან უილსონი მოირგებს, რომელიც შოტლანდიის ნაკრებში 44-ე მატჩს ჩაატარებს, მაგრამ კაპიტანი მხოლოდ პირველად იქნება. თაუნსენდი ნაკრების ლიდერებს ასვენებს - ფინ რასელი და გრეგ ლეიდლოუ საქართველოსთან მე-2 მატჩში არ ითამაშებენ.

შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოს წინააღმდეგ

ძირითადი შემადგენლობა: გორდონ რიდი, ჯორჯ ტერნერი, სანდერ ფაგერსონი, სკოტ კამინგსი, ჯონი გრეი, რაიან უილსონი, ჯეიმი რიჩი, ბლეიდ ტომსონი, ალი პრაისი, ადამ ჰასტინგსი, დარსი გრემი, სემ ჯონსონი, დანკან ტეილორი, ტომი სეიმური, ბლერ კინგჰორნი.

სათადარიგო შემადგენლობა: გრან სტიუარტი, ალან დელი, საიმონ ბერგანი, ბენ ტულისი, მაგნუს ბრედბერი, ჯორჯ ჰორნი, პიტ ჰორნი, კრის ჰარისი.

კომენტარები

ბოლო ამბები