Thumbnail

სკანდალი მძლეოსნობაში: მოიგეს გოგონებმა, რომლებიც ბიჭებს გვანან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ჩინეთის მძლეოსნობის ჩემპიონატში მოგებული გოგონების სქესში ეჭვი შეიტანეს
  • ქვეყნის მძლეოსნობის ფედერაცია ირწმუნება, რომ სპორტსმენები გოგონები არიან

ჩინეთში მძლეოსნობის ჩემპიონატში, გოგონათა შორის 400 მეტრ დისტანციაზე, საუკეთესო შედეგები ლიაო მენსუემ და ტუნ ძენჰუანმა აჩვენეს და ამაში უცნაურიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - წარმატებული სპორტსმენი გოგონების მამაკაცური გარეგნობა.

ლიაომ დისტანცია 53,25 წამში დაფარა და გაიმარჯვა
ტუნმა 53,35 წმ-ით მეორე ადგილი დაიკავა

თანაც, ეს ლიაოსა და ტუნის პირველი წარმატება სულაც არაა. ერთი თვის წინ მათ დამაჯერებლად მოიგეს ქვეყნის საზაფხულო ჩემპიონატი ესთაფეტაშიც. დაჯილდოების ამსახველ ფოტოსურათზე ისინი ძალიან განსხვავდებიან პრიზიორი გოგონებისგან.

ჩინელი გულშემატკივრები იჭვობენ, რომ მძლეოსნები სინამდვილეში შესაძლოა მამაკაცები არიან.  საქმე იქამდე მივიდა, რომ განცხადება ჩინეთის მძლეოსნობის ფედერაციამ გააკეთა. ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ორივე სპორტსმენი ნამდვილად ქალია, თუმცა გენდურული ტესტის შესახებ არაფერი უთქვამთ.

ლიაოსა და ტუნის საეჭვო გარეგნობის მიზეზი შესაძლოა გენეტიკური ინტერსექსუალობა იყოს ან ჰორმონალური პრეპარატების მიღების შედეგი. მძლეოსნობაში არსებობს წესი, რომლის თანახმად, სპორტსმენმა გოგონამ, რომელსაც ტესტოსტერონის მომატებული დონე აქვს, ის ნორმამდე მედიკამენტოზური ჩარევით უნდა დაიყვანოს.

კომენტარები

ბოლო ამბები