Thumbnail

NFL-ის პირველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ბისექსუალია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • რაიან რასელმა საკუთარი ორიენტაციის შესახებ დაწერა
  • ის ახლა თავისუფალი აგენტია და ახალ კლუბს ეძებს

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში (NFL) ჰომო და ბისექსუალიზმი ტაბუდადებული თემა იყო. ახლა კი, ამერიკული ფეხბურთის პირველმა მოქმედმა სპორტსმენმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბისექსუალია.

ეს გახლავთ 27 წლის რაიან რასელი, რომელიც ბოლოს ბაფალო ბილსში თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია და ახალ გუნდს ეძებს. რასელი ამბობს, რომ აღარ აპირებს თავისი ორიენტაციის დამალვას.

სპორტსმენის განცხადებები ESPN-ის ვებგვერდმა გამოაქვეყნა. რასელი წერს: “ჩემი სიმართლე ის არის, რომ ვარ ნიჭიერი ფეხბურთელი, ძალიან კარგი ავტორი, საყვარელი შვილი, ამაყი ძმა, სანდო მეგობარი, ერთგული პარტნიორი და ბისექსუალი მამაკაცი.”

საჯარო განცხადების შემდეგ, ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავმა და მისმა პარტნიორმა, პროფესიონალმა მოცეკვავემ, კორი ო’ბრაიენმა ინსტაგრამზე ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს.

“ორი მიზანი მაქვს: დავბრუნდე NFL-ში და აღარ დავმალო ჩემი სიმართლე. იმედი მაქვს, რომ ეს მიზნები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან. მაგრამ როდესაც ვფიქრობ, რომ NFL-ში, NBA-ში, MLS-სა და NHL-ში არცერთი LGBTQ-სპორტსმენი არ არის, ამას ვერ ვიჯერებ,” - ამბობს რასელი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები