Thumbnail
  • მამუკა ჯუღელი რუბინის 18 წლის ქართველებისადმი ევროპიდან ინტერესზე
  • აგენტი კვარაცხელიას და დავითაშვილის ტრანსფერებზე საინტერესო ამბებს ყვება
  • 'არ წახვიდე გერმანიაში. თუ ჩემთან ყოფნა გსურს, სათამაშოდ რუსეთში წავიდეთ'

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილს, რომლებიც ყაზანის რუბინში ერთად გამოდიან, აგენტი ერთი ჰყავთ - მამუკა ჯუღელი. რუსულ საფეხბურთო წრეებში განთქმულმა პიროვნებამ ახლახან ვრცელი ინტერვიუ ადგილობრივ გამოცემა БИЗНЕС Online-ს მისცა, სადაც სხვასთან ერთად, თავისი კლიენტების მიმართ უცხოური კლუბების დაინტერესებაზეც ისაუბრა. 

მამუკა ჯუღელმა რუსულ გამოცემას ინტერვიუ პირველად მისცა

ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად 50 წლის მამუკა ჯუღელი, დიდი ხანია რუსეთში საქმიანობს და იქ მოთამაშე არაერთი ქართველი ლეგიონერის აგენტი იყო და არის დღემდე. ამ ზაფხულს ყაზანის რუბინში მისი ძალისხმევით არამხოლოდ კვარაცხელია და დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანიც აღმოჩნდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"ისინი (ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი) ყოველთვის გამოირჩეოდნენ. 15 წლისანი იყვნენ, როდესაც დინამო თბილისის დიდების გუნდში გამოჩნდნენ. ამას მოჰყვა ასაკობრივი ნაკრებები, მათ მიმართ ინტერესი იმ დროიდან გაჩნდა.

ყაზანის რუბინის ქართული ლეგიონი

რუბინის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვი ქართულ ხასიათს კარგად იცნობს და ტყუილად არ მიუწვევია ისინი. ჩემთვისაც მოსახერხებელი იყო მათი რუბინში მიყვანა, რადგან ყაზანში, როგორც ლოკომოტივში, ქართველებს ადაპტაცია არ უჭირთ.

კვარაცხელიამ ამ ზაფხულს მოსკოვის ლოკომოტივი მოულოდნელად დატოვა და რუბინში გადავიდა

საერთოდაც, იური სიომინმა ბევრი გააკეთა ქართველებისთვის. პალიჩი ჩვენთვის ლეგენდაა. ასათიანი, აშვეთია, ჯანაშია - ყველაფერი პალიჩის დამსახურებაა. მას არც კვარაცხელია აუყვანია ტყუილად. სიომინი არასდროს აიყვანს ახალგაზრდა ფეხბურთელს, თუკი 150-ჯერ არ გადაამოწმებს. ეს ნიშნავს, რომ ამ ბიჭში მართლაც არის რაღაც.

რატომ არ დარჩა ხვიჩა ლოკომოტივში? კლუბს სურდა, კიდევ დაკვირვებოდა მას, მე კი კიდევ ერთი წლით მოცდა არ შემეძლო. რომ ყოფილიყო ტრავმა? ვინ იზრუნებდა მასზე? ხვიჩას ოჯახს ეს არ აწყობდა, სხვა არაფერი. სიომინი გაიძახდა, რომ ის ვარსკვლავია, მაგრამ ლოკომოტივში ფიქრობდნენ, რომ ხვიჩამ ვერ დაამტკიცა თავისი საჭიროება. 

კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა - გიბრალტართან მატჩში

ხვიჩა კვარაცხელიაზე უამრივი წინადადება იყო. ამის შესახებ რუბინშიც იციან - დინამოსთან თამაშზე ლონდონიდან ჩამოვიდნენ, მას არსენალი აკვირდებოდა. საერთოდაც, მას ძალიან ყურადღებით უყურებენ.

წინადადები ზურიკო დავითაშვილზეც იყო, მაგრამ რუბინში საიმანოვი რომ არა, ამ კლუბში არც კვარაცხელიას მივიყვანდი და არც ზურიკოს, არც მიქელაძესა და ყიფიანს. სწორედ კლუბის დირექტორის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია. ფეხბურთელებსაც ძალიან უყვართ და ყველა პატივს სცემს.

დავითაშვილი ვაისმა ნაკრებში პირველად სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა

ზურიკოთი გენტი და გერმანული კლუბები ინტერესდებოდნენ, მაგრამ მე ვურჩიე მას: "არ წახვიდე გერმანიაში. თუ ჩემთან ყოფნა გსურს, სათამაშოდ რუსეთში წავიდეთ". მე ძალიან მიყვარს რუსული ფეხბურთი", - ამბობს მამუკა ჯუღელი.

კომენტარები

ბოლო ამბები