Thumbnail

'ყოველი თამაშის მოგება გვინდა' - როგორია განწყობა საქართველოს ნაკრებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეასა და დანიასთამ მატჩებისთვის ემზადება
  • გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ მომავალი თამაშების მოლოდინზე ილაპარაკეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სტამბოლშია შეკრებაზე და 5 სექტემბერს, სამხრეთ კორეასთან ამხანაგური დაპირისპირებისთვის ემზადება. საქართველოს ნაკრებს 8-ში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ელის თბილისში, დანიასთან.

მეტი ამ თემაზე: შეკრება სტამბოლში - საქართველოს ნაკრები 25 ფეხბურთელით ემზადება

მომავალი მატჩებისთვის მზადებასა და მოლოდინზე სფფ-ის პრესსამსახურთან ნაკრების ფეხბურთელებმა: გურამ კაშიამ და ვაკო გვილიამ ისაუბრეს. 

📺 კაშიას და გვილიას კომენტარები

"კარგია, რომ ამხანაგური თამაში გვქნება. იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ოფიციალურ მატჩებში არ უწევთ თამაში, ალბათ, უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემათ და ეცდებიან, თავიანთი შანსი გამოიყენონ. 

შემდეგი მატჩი, 8 სექტემბერს, დანიის ნაკრებთან გვაქვს და რა თქმა უნდა, 100%-ით უნდა მოვინდომოთ, რომ 3 ქულა ავიღოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ამიტომ, ვეცდებით, რომ აუცილებლად გავიმარჯვოთ", - ამბობს სან ხოსეს მცველი გურამ კაშია.

"ნაკრებში, როგორც ყოველთვის პოზიტიური განწყობაა. ვემზადებით ამხანაგური შეხვედრისთვის. რა თქმა უნდა, დანიასთან მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველი თამაშის მოგება გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებულად გამოვჩნდეთ", - ამბობს ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია.

კომენტარები

ბოლო ამბები