Thumbnail

ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელება! გერმანიის ნაკრების ექს-ვარსკვლავი სკანდალში

გოტფრიდ ლენცი პროფილის ფოტო
გოტფრიდ ლენცი
  • ცნობილი გერმანელი ექს-ფეხბურთელი ეჭვმიტანილია
  • საქმე ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებას ეხება
  • პოლიციას ეს ამბავი მისმა მეგობარმა ქალმა შეატყობინა

ეს არის ამბავი, რომელმაც დღეს საფეხბურთო გერმანია შოკში ჩააგდო!

გუშინ, გერმანიის ყველაზე ცნობილ სპორტულ სკოლაში პოლიცია შევიდა. იმ დროს, როცა ჰენეფში გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები სამწვრთნელო ლიცენზიის კურსებისთვის ემზადებოდნენ, შენობაში გერმანიის დროით 13:45-ზე სამართალდამცავები შევიდნენ. 

ეჭვმიტანილი ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, ბუნდესგუნდის, დორტმუნდის ბორუსიას და მადრიდის რეალის ყოფილი ვარსკვლავი კრისტოფ მეტცელდერია! 38 წლის ექს-ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო დონის მცველი იყო, ბავშვების პორნოგრაფიის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი!

გუშინ, ჰენეფში: კრისტოფ მეტცელდერი გამომძიებლებთან ერთად

ჰამბურგის პროკურატურის პრესმდივანი ლიდი იოხტერინგი: “დიახ, ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. გერმანიის მოქალაქე პორნოგრაფიული შინაარსის მასალების გავრცელებაშია ეჭვმიტანილი - საქმე ბავშვების პორნოგრაფიას ეხება. მათ შორისაა ფოტოები.”

მოგვიანებით, მისი სახლიც გაჩხრიკეს

გაზეთ ‘ბილდის’ ინფორმაციით, სამი კვირის წინ, ჰამბურგის პოლიციას ერთი ქალბატონი დაუკავშირდა. მან სამართალდამცავებს ბავშვების მინიმუმ 15 პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოები აჩვენა, რომლებიც WhatsApp-ში ვრცელდებოდა. ფოტოებს სწორედ კრისტოფ მეტცელდერი აგზავნიდა!

მსოფლიოს 2002 წლის ვიცე-ჩემპიონს წელიწადზე მეტია, ამ ქალთან ურთიერთობა აქვს და, როგორც ჩანს, ენდო და ფოტოები გაუგზავნა.

გამოძიება მაშინვე დაიწყო - მეტცელდერი ეჭვმიტანილია! სამშაბათს პოლიციამ კრისტოფს სპორტულ სკოლაში მიაკითხა.

სამართალდამცავებმა მეტცელდერი ჰენეფის ცნობილ სკოლაში აიყვანეს. დორტმუნდისა და რეალის ყოფილ ვარსკვლავს გერმანიის საფეხბურთო კავშირის ფორმა და სპორტული ფეხსაცმელები ეცვა. ‘ბილდი’ წერს, რომ სამართალდამცავებმა მისი მობილური ტელეფონი და პირადი კომპიუტერიც წაიღეს.

პოლიციამ და მეტცელდერმა სპორტული სკოლის ტერიტორია 17:02-ზე დატოვეს. მოგვიანებით, პოლიციამ კრისტოფის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ‘ბილდის’ რეპორტიორების კითხვებზე მან პასუხის გაცემა არ ისურვა. მან თავად გაუღო პოლიციელებს საკუთარი სახლის კარი.

სამართალდამცავები მეტცელდერის სახლს დიდხანს ჩხრეკდნენ - როგორც ჩანს, დამატებით სამხილებს ეძებდნენ. კრისტოფის სახლიდან მათ ერთი ლეპტოპი და სახლის კომპიუტერი წაიღეს.

“გამოძიება დაიწყო და პირველ შედეგებს უნდა დაველოდოთ. ყველა სავარაუდო მტკიცებულება შემოწმდება,” - ამბობს ლიდი იოხტერინგი.

წესით, გუშინ კრისტოფ მეტცელდერი ჰალტერნისა და ვუპერტალის მატჩს უნდა დასწრებოდა - იგი ჰალტერნის პრეზიდენტია. მატჩი 2:2 დასრულდა და კრისტოფი იქ არ ყოფილა. გერმანიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ‘ბილდის’ ინფორმაციით, დიუსელდორფში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა...

კრისტოფ მეტცელდერს გერმანიის ნაკრებში 47 მატჩი აქვს ჩატარებული
გამოკითხვა

ვინ გახდება გერმანიის ჩემპიონი?

  • ბაიერნი
  • დორტმუნდი
  • ლაიპციგი
  • ლევერკუზენი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები