Thumbnail

დაიმატეს და ერთ თვეში გაუშვეს - ოკაზაკის საოცარი ტრანსფერი მალაგაში

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • მალაგამ ოკაზაკი უკლუბოდ დატოვა
  • იაპონელი გუნდიდან 1 თვეში გაუშვეს...

სეგუნდა დივიზიონის მალაგამ 30 ივლისს ლესტერის და იაპონიის ნაკრების წევრი - შინჯი ოკაზაკი წარადგინა, ზუსტად 1 თვეში კი ოკაზაკი გუნდიდან გაუშვეს, ისე, რომ კლუბის მაისურით ერთი მატჩის ჩატარებაც კი ვერ მოასწრო.

ამ გაუგებრობის მიზეზი, მარტივი ტექნიკური ხარვეზი გახლდათ - მალაგამ სახელფასო ლიმიტს გამო იაპონელის გუნდში რეგისტრაცია ვერ შეძლო. "მალაგა არასოდეს დამავიწყდება" - ამბობდა ოკაზაკი. "ბოდიში" - იყო პირველი სიტყვა, რომელიც ხოსე ლუის კამინერომ წარმოთქვა პრესკონფერენციაზე.

კამინერო გუნდის სპორტული დირექტორია, რომელიც ოკაზაკის ტარანსფერეზე ამბობდა, რომ ეს იყო "სინათლე ტუნელის ბოლოს..." - გუნდმა იცოდა, რომ იაპონელის ტრანსფერისთვის 8 მილიონი ევროს შოვნა იყო საჭირო, რაც ვერ შეძლეს და შედეგად პრემიერლიგის 2015-16 წლების ჩემპიონი უკლუბოდ დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები