Thumbnail
  • წლის უმთავრეს შეჯიბრს ყაზახური ნურ-სულთანი უმასპინძლებს
  • მოახლოებულ ტურნირზე ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება

ცნობილი გახდა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 14-22 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარსდგება.

📸 | ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

საგულისხმოა, რომ ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება, რომლებსაც თითოეულ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ.) მოწინავე ექვსეული მიიღებს.

პირველები მსოფლიოს ჩემპიონატში სწორედ “ბერძენ-რომაელები” ჩაებმებიან, შემდეგ ქალთა ჯერი დადგება, ბოლოს კი ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

55 კგ. - ნუგზარ წურწუმია (ხობი)

60 კგ. - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)

63 კგ. - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

67 კგ. - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

72 კგ. - იური ლომაძე (ოზურგეთი)

77 კგ. - გელა ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ. - ლაშა გობაძე (აჭარა)

87 კგ. - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ. - გიორგი მელია (სამტრედია)

130 კგ. – იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

"ბერძენ-რომაელთა" ტურნირის განრიგი
14-15 სექტემბერი - 55-63-72-82 კგ.
15-16 სექტემბერი - 67-87-97 კგ.
16-17 სექტემბერი - 60-77-130 კგ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა 14-22 სექტემბერს, ნურსულთანში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე,...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები