Thumbnail
  • ლევან ბაჯელიძის გუნდმა ჯგუფის ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწია
  • ბოსნიასთან 1:7 წაგების შემდეგ, საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა და თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 დამარცხდა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა ჯგუფის ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

მატჩი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც ძირითადად საქართველოს ნაკრების კართან იქმნებოდა, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, რადგან იტალიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. იტალია ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა და ნახევარფინალში გასასვლელად ერთი ნაბიჯი დააკლდა. სწორედ ამ გუნდს ებრძოლა საქართველოს ნაკრები და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ცნობისთვის, ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბაჯელიძის გუნდი ბოსნიასთან სტუმრად 1:7 დამარცხდა და ამ ფონზე, პროგრესი სახეზეა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტს დიდი წინააღმდეგობა გაუწია

იტალიის ნაკრებმა ერთადერთი გოლი 24-ე წუთზე გაიტანა, თავი კი ჯირელიმ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ იტალიელთა გოლი თერთმეტმეტრიანს მოჰყვა: ჯირელის საქართველოს ნაკრების მეკარემ, გაბუნიამ აუღო, თუმცა დამატებაზე იტალიელმა დაასწრო ყველას და გახსნა ანგარიში. გაბუნია საუკეთესო იყო მინდორზე და არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. 

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც იტალიას, ბოსნიას, დანიას, ისრაელს და მალტას გაუწევს კონკურენციას. შესარჩევ ეტაპზე სულ 9 ჯგუფია. ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ, რომლებსაც სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი დაემატებათ.

საქართველო 0:1 იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები