Thumbnail

‘უფეხბურთოდ აღარ შემიძლია!’ - ვენგერს დიდ სცენაზე დაბრუნება სურს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • არსენ ვენგერმა ფეხბურთში დაბრუნებაზე ისაუბრა
  • 69 წლის ფრანგს მწვრთნელობა ძალიან მოენატრა

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 69 წლისაა, არსენ ვენგერი უფეხბურთოდ ვერ ძლებს. ფრანგმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დიდ საფეხბურთო სცენას მალე დაუბრუნდება.

“ვერაფრით შევეგუე უფეხბურთოდ ცხოვრებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მწვრთნელი აღარ ვიყო. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვცადო ყველა ის ემოცია, რაც დიდ ფეხბურთს თან ახლავს,” - განაცხადა ვენგერმა beIN Sports-თან ინტერვიუში.

არსენ ვეგნერი ლონდონის არსენალს 1996-დან 2018 წლამდე წვრთნიდა. “მეთოფეებში” 22-წლიანი ეპოქის დასრულების შემდეგ კი ფრანგი უმუშევარია. იყო საუბრები ვენგერის მიუნხენის ბაიერნში დანიშვნაზე, მაგრამ ასე არ მოხდა.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ არსენალის გარეშე ცხოვრებას შევძლებდი,” - ამბობს ფრანგი მწვრთნელი, რომელმაც ლონდონურ კლუბს პრემიერლიგა სამჯერ მოაგებინა, ინგლისის ასოციაციის თასი კი - შვიდჯერ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები