Thumbnail

'პსჟ-ში ბრწყინვალე პერიოდს გავატარებ' - მაურო იკარდის იმედი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერიდან პსჟ-ში გადასულმა ფორვარდმა კლუბის ტელევიზიას ემოციები გაუზიარა
  • 26 წლის არგენტინელს ერთი სული აქვს, როდის ითამაშებს ახალ თანაგუნდელებთან

პარი სენ-ჟერმენის ახალწვეულმა მაურო იკარდიმ ფრანგულ კლუბში გადასვლისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. 26 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მილანის ინტერიდან პსჟ-ში იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

"ძალიან ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩემს კარიერაში და ბრწყინვალე შესაძლებლობაა ისეთი ტოპკლუბის ნაწილად გახდომის, როგორიც პსჟ-ია. იმედი მაქვს, აქ ბრწყინვალე პერიოდს გავატარებ.

მაუროს თამაში ნეიმარის, მბაპესა და კავანის გუნდში მოუწევს

ამ კლუბში მოსვლის გადაწყვეტილება სწრაფად და იოლად მივიღე. ამ, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა, გასაოცარი შესაძლებლობაა და პარიზში იმიტომაც მოვედი, რომ მათთან ერთად თამაში მსურდა. 

ვიცნობ აქ მოთამაშე არგენტინელებს, ვიცნობ ედინსონ კავანისაც. შევხვედრივარ ნეიმარს. ვამაყობ იმით, რომ მათი თანაგუნდელი გავხდი. თავდამსხმელი ვარ, მიყვარს გოლების გატანა და მშვენიერი იქნება წინა ხაზში პსჟ-ის არაჩვეულებრივ შემტევებთან ერთად თამაში.

მეტოქეობა - ეს ისაა, რაც ფეხბურთს მომხიბვლელს ხდის. მითამაშია იუვენტუსის, მილანის წინააღმდეგ და ის იყო მთავარი მატჩები. ახლა მოუთმენლად ველი, როდის ჩავატარებ მსგავს შეხვედრებს საფრანგეთში.

ინტერის ყოფილ კაპიტანს მილანურ კლუბში პრობლემები წლის დასაწყისიდან შეექმნა

არასდროს მითამაშია "პარკ დე პრენსზე" და პირველად გავალ მის მოედანზე. აი, შემდეგ გიამბობთ, როგორი გრძნობაა ეს", - ამბობს კლუბის ტელევიზიასთან არგენტინელი, რომლს ადგილიც ანტონიო კონტეს ინტერში არ გამოიძებნა.

მაურო იკარდი პარი სენ-ჟერმენში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 2 სექტემბერს გადავიდა და გუნდის ღირსებას 18-ნომრიანი მაისურით, იჯარის წესით დაიცავს. იქამდე არგენტინელმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა, პარიზულ გუნდში მისი გასამრჯელო კი 8 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 2 მილიონი შეიძლება დაემატოს.

კომენტარები

ბოლო ამბები