Thumbnail

ეროვნული ლიგიდან საფრანგეთში - ბორდომ თბილისის დინამოს ექსფეხბურთელი წარადგინა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მეჯუბმა ტიტულოვან ქართულ გუნდში 19 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა
  • 22 წლის ალჟირელი მცველი თბილისის დინამოში იჯარის წესით თამაშობდა

თბილისის დინამო ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა დატოვა: ლევან შენგელია თურქულ კონიასპორში გააგრძელებს კარიერას, 22 წლის ალჟირელი მცველი, აბდელ მეჯუბი კი ფრანგულ ბორდოში ითამაშებს. 

ეროვნული ლიგიდან პირდაპირ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლა და თან, ასეთ სახელოვან და ტრადიციულ გუნდში, უჩვეულო და უცნაური ამბავია. მეჯუბი დინამოში იჯარით თამაშობდა, მის სატრანსფერო უფლებებს კი ესპანური გრანადა ფლობდა. 

სოციალურ ქსელში, დინამომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მეჯუბმა დატოვა გუნდი და ბორდოში გააგრძელებს კარიერას. ინფორმაცია ბორდომაც დაადასტურა. ალჟირელმა თბილისური გუნდის შემადგენლობაში 19 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა.

📢 Bienvenue à Abdel Jalil Medioub ! Le défenseur central arrive en provenance de Grenade. Il a signé un contrat de trois ans (juin 2022) et renforcera la réserve dans un premier temps.

Posted by FC Girondins de Bordeaux on სამშაბათი, 03 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები