Thumbnail
  • ლუიშ ფელიპე სკოლარიმ პალმეირასი შარშან ჩაიბარა
  • ფლამენგოსთან წაგების შემდეგ ‘ფელიპაო’ გაათავისუფლეს

ბრაზილიის ჩემპიონმა პალმეირასმა ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თანამდებობიდან გაათავისუფლა!

სკოლარი 13-თვიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის (მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს) ხელში გუნდმა 76 მატჩიდან მხოლოდ 13 წააგო.

70 წლის სკოლარის გათავისუფლების გადამწყვეტი მიზეზი კვირას, უშუალო კონკურენტ ფლამენგოსთან 0:3 წაგება გახდა. პალმეირასი ბრაზილიის ტოპ-კლუბია და ამ მარცხის შემდეგ გუნდი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. ბრაზილიის თასიდან და ლიბერტადორესის თასიდან გუნდი უკვე გავარდნილია. და ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ პალმეირასს ბრაზილიაში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს.

სკოლარისთვის ეს პალმეირასში მესამე ერა იყო. მანამდე ‘ფელიპაომ’ რეკორდსმენ გუნდს 1998 და 2012 წლებში ბრაზილიის თასი, 1999 წელს კი ლიბერტადორესის თასი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები