Thumbnail
  • ლევან შენგელია კონიასფორის ფეხბურთელია
  • დინამო თბილისის განცხადება
  • მე-17 ქართველი თურქულ სუპერ ლიგაში

თურქული სუპერ ლიგის კონიასფორმა ქართველი ფორვარდი ლევან შენგელია წარადგინა. 23 წლის შემტევი 31 აგვისტოს თავისუფალი აგენტი გახდა, 2 სექტემბერს კი მან თურქულ კლუბთან 2+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

დინამო თბილისის ყოფილ ლიდერს ყველაზე ხშირად ესპანურ კადისს უკავშირებდნენ, თუმცა კადისის ხელმძღვანელობა შენგელიას კომენტარმა გააღიზიანა და ტრანსფერი ჩაიშალა. 
თურქეთის სუპერ ლიგაში შენგელია 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 

ლევან შენგელიამ კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა

"ლევან შენგელია, რომლის კონტრაქტი დინამო თბილისთან დასრულდა და ის თავისუფალი აგენტი გახდა, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ჩვენი კლუბის ფეხბურთელი გახდა. კლუბის მენეჯერ სეკინ იოზდინთან ერთად შენგელია კონიას მუნიციპალური სტადიონის დარბაზში შეხვდა მედიას", - წერს კონიასფორის ოფიციალური საიტი.

"მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, რა საოცარი ატმოსფერო მელის კლუბში. ტრანსფერამდე საქართველოს ნაკრებშიც დამიძახეს. ამითაც ძალიან გახარებული ვარ. 

კონიაში სანაკრებო მატჩების შემდეგ დავბრუნდები და ერთი სული მაქვს, როდის შევუდგები საქმეს. აქ ძალიან თბილად დამხვდნენ. ამის შემდეგ მხოლოდ კონიასფორის წარმატებაზე ვფიქრობ. ფანებს სალამს ვუგზავნი, ჩვენ მალე შევხვდებით", - განაცხადა ლევან შენგელიამ. 

📺 კონიასფორმა ქართველის წარდგენის საოცარი ვიდეო მოამზადა

კონიასფორის მწვრთნელი აიკუტია, რომელმაც თურქული სუპერ ლიგა 2-ჯერ ფეხბურთელის რანგში, ერთხელ კი მწვრთნელის რანგში მოიგო.

3 ტურის შემდეგ კონიასფორს 3 ფრე აქვს ნათამაშები და 3 ქულით მე-13 ადგილზეა.

ლევან შენგელიას თბილისის დინამოში მშვენიერი სეზონი გამოუვიდა - ეროვნული ლიგის 24 მატჩში გატანილი 12 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოირჩაю

დინამოს გამოხმაურება

ლევან შენგელიას ტრანსფერს დინამო თბილისი ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა. კლუბის თქმით, შენგელიას "ეროვნული ლიგის მასშტაბით უპრეცედენტო და საუკეთესო პირობებს" სთავაზობდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა სხვანაირად გადაწყვიტა. 

დინამოდან წავიდა ფრანგი აბდელ მეჯუბიც, რომელიც კარიერას ბორდოში გააგრძელებს.

📣 ლევან შენგელიამ, რომელსაც დინამოსთან არსებული კონტრაქტი 31 აგვისტოს დაუმთავრდა, თბილისური კლუბი დატოვა. მიუხედავად...

Posted by FC Dinamo Tbilisi on ორშაბათი, 02 სექტემბერი, 2019

მე-17 ქართველი თურქულ სუპერ ლიგაში

თურქულ სუპერ ლიგაში ლევან შენგელია მე-17 ქართველი იქნება. ბოლოს იქ თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობდა - 2016 წელს ის ესკიშეჰირის ღირსებას იცავდა. 

სუპერ ლიგაში უთამაშიათ: არჩილ არველაძეს, შოთა არველაძეს, ბესიკ ბერაძეს, კახა კაჭარავას, გიორგი ნემსაძეს, გოჩა ჯამარაულს, გიორგი კიკნაძეს, გრიგოლ იმედაძეს, რევაზ ქემოკლიძეს, გიორგი ჭელიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს, აკაკი ხუბუტიას, ლაშა დვალს, ნიკა ძალამიძესა და თორნიკე ოქრიაშვილს. 

კომენტარები

ბოლო ამბები