Thumbnail
  • ანტე რებიჩი ‘როსონერისთვის’ შეუტევს
  • ანდრე სილვა ძალებს ბუნდესლიგაში მოსინჯავს

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მილანმა და აინტრახტმა ფორვარდები გაცვალეს: ფრანკფურტისკენ გზას პორტუგალიელი ანდრე სილვა დაადგა, მის ნაცვლად კი, იტალიურმა გრანდმა ხორვატი ანტე რებიჩი მიიღო.

მცირე ხნის წინ, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 23 წლის სილვა მონაკოში გადავიდოდა. ის საფრანგეთში სამედიცინო შემოწმების გასავლელადაც კი იყო ჩასული, თუმცა, მხარეები ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ.

სილვა მილანში პორტუდან 2017 წელს გადაბარგდა, მაგრამ სერია ა-ს ვერაფრით შეეწყო და ის სევილიაში გაანათხოვრეს. ლა ლიგის გასულ სეზონში პორტუგალიელმა 23 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

რებიჩი მილანელთა რიგებში იჯარის წესით ითამაშებს, თუმცა, მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს იტალიელები მას 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდიან.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ხორვატმა ლეგიონერმა 28 მატჩში 9 გოლის გატანა შესძლო.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები