Thumbnail
  • ბარსელონამ ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა
  • ბრაზილიელი ლეგიონერი ვიგოში ლუის ენრიკეს მწვრთნელობისას თამაშობდა

ბარსელონას 26 წლის ფეხბურთელი რაფინია ალკანტარა სელტაში გადავიდა და ვიგოელთა ღირსებას იჯარის წესით 2019-20 წლების სეზონის ბოლომდე დაიცავს.

ბრაზილიელი ნახევარმცველი კატალონიური გრანდის აღზრდილია, თუმცა, ლა ლიგის ბოლო გათამაშებაში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და თავი დიდად არ გამოუჩენია. ამას გარდა, რაფინიამ ჩემპიონთა ლიგის ორ მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

მცირე ხნის წინ, ბარსელონამ ალკანტარასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მის განათხოვრებას აპირებდა.

საინტერესოა, რომ ბრაზილიელ ლეგიონერის ვიგოელთა მაისურით 2013-14 წლების სეზონში უთამაშია, როდესაც გუნდს ლუის ენრიკე ავარჯიშებდა.

სელტას ახალი სეზონის სტარტზე სამ ტურში 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი უკავია, რაფინია კი მის რიგებს უდავოდ გააძლიერებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები