Thumbnail
  • კოსტა რიკელი მეკარე პსჟ-ში 2023 წლამდე ითამაშებს
  • საპირისპირო გზას ალფონსო არეოლა დაადგება

მადრიდის რეალის მეკარე კეილორ ნავასი ფრანგული პსჟ-ს წევრი გახდა. პარიზულმა გუნდმა 32 წლის კოსტა რიკელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ცნობილია, რომ ის 2023 წლამდეა გათვლილი.

გამოკითხვა

ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი?

  • ბარსელონა
  • რეალი
  • ატლეტიკო
  • ვალენსია
  • სხვა

შეგახსენებთ, რომ ნავასი მშობლიური საპრისას აღზრდილია, რეალში კი, 2014 წელს ლევანტედან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. ჯამში მან მადრიდელთა მაისურით 160 მატჩი ჩაატარა და ესპანური ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და 4-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული. კოსტა რიკის ნაკრებში კეილორს 85 მატჩი აქვს ჩატარებული.

ცნობილი გახდა ისიც, რომ პირიქით, პარიზიდან მადრიდში გადაბარგდება 26 წლის ფრანგი გოლკიპერი ალფონსო არეოლა, ოღონდ, ის რეალში 2020 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით ითამაშებს.

არეოლამ გასულ სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა, თუმცა, ტიტულები არ დაჰკლებია. მას საფრანგეთის ჩემპიონობა ერთხელ, საფრანგეთის თასი და ლიგის თასი ორ-ორჯერ, ხოლო ქვეყნის სუპერთასი 3-ჯერ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები