Thumbnail

ირანელი ძიუდოისტი: შემეშინდა, რომ ჩემს ოჯახს რამეს დაუშავებდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია საიდ მოლაის ვიდეომიმართვას აქვეყნებს
  • ირანელი სპორტსმენი შიშობს, რომ მის ოჯახს პრობლემებს შეუქმნიან

ძიუდოს სამყაროში სკანდალი გრძელდება. ირანელი ძიუდოისტი საიდ მოლაი გერმანიაშია და ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ირანელმა ძიუდოისტებმა, მოჰამად მოჰამადიმ და საიდ მოლაიმ, განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ ტურნირში ვერ იასპარეზებდნენ, რადგანაც არსებობდა იმის შანსი, რომ ისინი ებრაელ ძიუდოისტებს შეხვდებოდნენ. მათთან ჭიდაობას ირანის ძიუდოს ფედერაცია სპორტსმენებს უკრძალავს.

საიდ მოლაი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ჩაწერა და მისი მიმართვა სოციალური ქსელში გაავრცელა. ირანელი ძიუდოისტი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მას ირანში ელის. გარდა ამისა, მოლაიმ ტოკიოში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შესახებაც ილაპარაკა.

საიდ მოლაი: "შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავმხდარიყავი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი ამ ტურნირისთვის. მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონსა და ბრინჯაოს მედალოოსანს მოვუგე, სხვა მეტოქეებიც დავამარცხე. ჩემს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ებრაელ ძიუდოისტებთან ბრძოლის უფლება არ მქონდა.

ჩემი ქვეყნიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ტურნირში მონაწილეობა არ უნდა მიმეღო. ჩემს ერთადერთ კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა მეჭიდავა, პასუხი ასეთი იყო - ეს არის ჩვენი კანონი და ვინც ამ კანონს არ ეთანხმება, მას პრობლემები შეექმნება.

შემეშინდა, რომ ჩემს ოჯახს რამეს დაუშავებდნენ და ბოლომდე არ მიბრძოლია. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩემი შესაძლებლობის მხოლოდ 10 პროცენტი გამოვავლინე. მე მებრძოლი ვარ და მსურს, ყველგან ვიბრძოლო, სადაც ეს შეიძლება, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელიც ამის უფლებას არ მაძლევს.

მე სპორტსმენი ვარ, არ ვარ პოლიტიკოსი და არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკაში ჩართული. მინდა ოლიმპიადაზე ვიასპარეზო. მადლობა ღმერთსა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, რომელმაც გარანტია მომცა, რომ ოლიმპიადაზე ვიასპარეზებ. ჩემი ოცნება ახდება და მექნება შანსი, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე".

#ISupportMollaei

The True Story Of A Fight For Life - Saeid Mollaei READ: https://www.ijf.org/news/show/the-true-story-of-a-fight-for-life #ISupportMollaei

Posted by IJF - International Judo Federation on კვირა, 01 სექტემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები