Thumbnail

ტრანსფერი | მანჩესტერ იუნაიტედმა იტალიელი მცველი ძალიან იაფად გაყიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მატეო დარმიანი კარიერას პარმაში გააგრძელებს
  • იტალიურმა კლუბმა იუნაიტედს მხოლოდ 1,5 მილიონი გადაუხადა

მანჩესტერ იუნაიტედის იტალიელი მცველი მატეო დარმიანი სამშობლოში დაბრუნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, 29 წლის ფლანგის მცველი კარიერას პარმაში გააგრძელებს. ‘ჯალობლუმ’ დარმიანის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა.

მატეო დარმიანმა პარმასთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იტალიურ კლუბს მისი შეძენა მხოლოდ და მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ დარმიანის ფასი ტრანსფერმარკტზე 10 მილიონი ევროა, პარმამ კი ის 8,5 მილიონით იაფად შეიძინა.

სერია A-ს მეორე ტურში პარმამ უდინეზეს 3:1 მოუგო

აღსანიშნავია, რომ დარმიანი, რომელსაც იტალიის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული, იუნაიტედმა 2015 წელს ტორინოდან 18 მილიონ ევროდ შეიძინა. ბოლო სეზონებში მან მანკუნიანელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. 2018/2019 წლების სეზონში მან პრემიერლიგაში მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, დარმიანმა იუნაიტედის ფორმა 92 მატჩში მოირგო (1 გოლი, 4 საგოლე პასი).

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები