Thumbnail

რონალდოს უარი სერია A-ს - კრიშტიანომ მაისურაზე სიმბოლო არ გაიკეთა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვეს ფორვარდი სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია 
  • პორტუგალიელს მაისურაზე შესაბამისი სიმბოლოს გაკეთების უფლება აქვს
  • მაგრამ თავდამსხმელს არ სურს, რომ თანაგუნდელებისგან გამოირჩეოდეს

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდო უარი განაცხადა მის მაისურაზე სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის აღმნიშვნელი სიმბოლოს გაკეთებაზე. 

იტალიურმა ლიგამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინა, მაისურებზე შესაბამისი სიმბოლოების დატანების უფლება მისცა. 2018/19 წლების სერია A-ს საუკეთესო მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი გახდა, ნიკოლო ძანიოლო - საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, კალიდუ კულიბამი - საუკეთესო მცველი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი - საუკეთესო ნახევარმცველი, ხოლო ფაბიო კვალიარელა - საუკეთესო თავდამსხმელი. ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კი სწორედ ტურინელთა პორტუგალიელი თავდამსხმელი დასახელდა.

სერია A-ს გასული სეზონის ბომბარდირი ფაბიო კვალიარელა  მაისურაზე ნიშანს ამაყად ატარებს

მაგრამ ჩამოთვლილ მოთამაშეთაგან კრიშტიანო ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც უარი თქვა სიმბოლოს ტარებაზე და მან ეს თავმდაბლობის გამო გააკეთა. როგორც ირკვევა, 34 წლის ფეხბურთელს არ სურს იუვენტუსში თანაგუნდელებისგან რაიმე ნიშნით მაღლა იდგეს.

კრიშტიანო რონალოდ ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც მადრიდის რეალიდან გადავიდა. სერია A-ს გასულ სეზონში ფეხბურთელმა 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა და გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.

მიმდინარე ჩემპიონატში ტურინულმა გუნდმა ორივე მატჩი მოიგო, კრიშტიანო რონალდო კი გატანილი გოლით ბოლო მატში გამოირჩა - ნაპოლისთან (4:3).

კომენტარები

ბოლო ამბები