Thumbnail
  • რანდერსი 2:0 სილკებორგი
  • საბა ლობჟანიძეს 8 მატჩში 4 გოლი დაუგროვდა

დანიის სუპერლიგის მე-8 ტურში საბა ლობჟანიძის რანდერსმა სილკებორგს უმასპინძლა და 2:0 მოუგო. რანდერსის ორივე გოლი ლობჟანიძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში დუბლი მეორედ შეასრულა.

საბამ ანგარიში 31-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა, ხოლო მატჩის მეორე ნახევარში მეტოქის კარი 51-ე წუთზე აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლობჟანიძის გუნდს ამ მოგებით 8 ქულა დაუგროვდა და მე-11 ადგილზეა.

საბამ რანდერსის სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. რანდერსის მომდევნო მეტოქე დანიის სუპერლიგაში ესბიერგი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები