Thumbnail
  • იუვენტუსი ჟერომ ბოატენგთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
  • ჯორჯო კიელინის ტრავმამ ტურინული გრანდი აიძულა, გააქტიურებულიყო

მიუნხენის ბაიერნს ჟერომ ბოატენგის გაყიდვა სურდა, მაგრამ 30 წლის მცველს მსურველი არ გამოუჩნდა. სწორედ ამის გამო, თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ბოატენგი ბავარიულ გრანდში დარჩებოდა, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 დღით ადრე, ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. ევროპული სპორტული მედიის ინფორმაციით, ბაიერნის მცველი ტურინის იუვენტუსში გადადის. ამის შესახებ წერენ ‘ბილდი’, Sky, ‘გაძეტა დელო სპორტი’ და სხვა ავტორიტეტული გამოცემები.

მაინცთან 6:1-ით მოგებულ მატჩში ბოატენგი სათადარიგო გახლდათ. რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი მას გუნდის ძირითად შემადგენლობაში აღარ მოიაზრებს. ‘კიკერი’ წერს, რომ შაბათს ბოატენგმა ბაიერნის ხელმძღვანელებს სთხოვა, მისთვის იუვენტუსთან მოლაპარაკებების უფლება მიეცათ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ჟერომმა კარლ-ჰაინც რუმენიგესგან თანხმობა მიიღო და ტურინელებთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე იუვე მცველის შესაძენად იმიტომ გააქტიურდა, რომ ჯორჯო კიელინიმ სერიოზული ტრავმა მიიღო, საოპერაციოა და რამდენიმე თვე ვეღარ ითამაშებს. მართალია, ტურინელებს ლეონარდო ბონუჩი და ახალწვეული მატეის დე ლიხტი ჰყავთ, მაგრამ გარისკვა არ სურთ - თანაც, ჰოლანდიელი პირველ მატჩებში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება. ნაპოლისთან (4:3) მან  ტურინელთა მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის იმედები გაუცრუა. აღსანიშნავია, რომ ბოატენგს ბაიერნთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები