Thumbnail

მცველების კრიზისი სიტიში - სტოუნსის შემდეგ ლაპორტიც დაშავდა...

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ლაპორტის ფერნანდინიო ჩაანაცვლებს
  • 'სავადმყოფოშია, მისი მუხლი კარგად არ გამოიყურება...'

მანჩესტერ სიტის 25 წლის ფრანგი მცველი - ემერიკ ლაპორტი შაბათს ბრაიტონთან მატჩში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. შეგახსენებთ, რომ ტრამვირებულია ასევე ჯონ სტოუნსიც.

"სავადმყოფოშია, მისი მუხლი კარგად არ გამოიყურება..." - ამბობს პეპ გვარდიოლა. "ალბათ რაღაც პერიოდით დაგვაკლდება, თუმცა ხვალ უფრო ზუსტი პასუხი გვეცოდინება."

გუნდიდან ვენსან კომპანის წასვლის მიუხედავად, სიტის ცენტრალური მცველი არ დაუმატებია და როგორც გვარდიოლა ამბობს, ლაპორტის ადგილს ფერნანდინიო (საყრდენი) დაიკავებს.

"ფერნანდინიო საყრდენია, ეს მეც ვიცი, მაგრამ მას თავისუფლად შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაშიც - ჭკვიანია, სწრაფია, თავით კარგად თამაშობს." 

კომენტარები

ბოლო ამბები