Thumbnail

ბარსელონას მესის გარეშე უჭირს - პამპლონაში დაკარგული ქულები

  • ოსასუნა 2:2 ბარსელონა
  • რობერტო ტორესის დუბლი ერნესტო ვალვერდეს გუნდთან
  • 16 წლის ანსუ ფატიმ გაიტანა და ბარსას ისტორიაში შევიდა

კატალონიის ბარსელონამ პამპლონაში ოსასუნასთან თამაში ვერ მოიგო. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ბარსელონამ 3 ტურში უკვე მეორედ დაკარგა ქულები. კატალონიელებს მესის გარეშე თამაში ძალიან უჭირთ და ქულათა დაგროვებასაც ვერ ახერხებენ.

ოსასუნამ ანგარიში მე-7 წუთზე რობერტო ტორესის გოლით გახსნა და ტაიმიც 1:0 მოიგო. სტუმრებმა მეორე ტაიმში 16 წლის ანსუ ფატის გოლით გაათანაბრეს, რომელიც ლა ლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო. ამ მხრივ ის პირველია კატალონიური კლუბის ისტორიაში.

ფატიზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ლა ლიგაში გაიტანეს, ფაბრის ოლინგა და იკერ მუნიანი იყვნენ.

კატალონიელებმა მეორე გოლი 64-ე წუთზე გაიტანეს. არტურმა ბარსელონა დააწინაურა, თუმცა ვალვერდეს გუნდმა მატჩი ვერ მოიგო. 81-ე წუთზე რობერტო ტორესმა ტერ შტეგენს თერთმეტმეტრიანი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.

ოსასუნა 5 ქულით ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა, ხოლო ბარსელონა 4 ქულით მე-5 ადგილზეა. ბარსელონას მორიგი მეტოქე ვალენსიას იქნება, ხოლო ოსასუნა ვალიადოლიდს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები