Thumbnail
  • 33 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე ექსტრაკლასაში პირველი გოლი შეაგდო
  • ქართველის გოლით პლოცკის ვისლამ საკუთარ მოედანზე LKS ლოძი დაამარცხა

საქართველოს ნაკრების 33 წლის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი პოლონეთის ჩემპიონატში გატანილი გოლით გამოირჩა. გიორგის გუნდმა პლოცკის ვისლამ ექსტრაკლასას მე-7 ტურში საკუთარ მოედანზე LKS ლოძი მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი სწორედ გიორგი მერებაშვილმა გაიტანა, რომელიც ვისლას სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე მოედანზე დარჩა. 75-ე წუთზე, მასპინძელთა კუთხურის გათამაშების შემდეგ, ბურთი ქართველ ნახევარმცველთან აღმოჩნდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან კარის კუთხეში ზუსტად დაარტყა.

პლოცკის ვისლამ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ახლა 7 ქულა აქვს. გიორგი  მერებაშვილისთვის კი ეს გოლი პირველია მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვლადიმირ ვაისმა გიორგი მერებაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახა. 5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სტამბოლში ამხანაგურად სამხრეთ კორეას დაუპისირპირდება, 8 სექტემბერს კი თბილისში, ევროშესარჩევის შეხვედრაში დანიას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები