Thumbnail
  • ქართველმა ჩოგბურთელმა ყაზახეთში ყირგიზთან ერთად იმარჯვა
  • სოფიოს წყვილთა რეიტინგში წინსვლა ელის

30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ წყვილთა თანრიგში კარიერაში საიუბილეო 30-ე ტურნირი მოიგო.

ეს, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში მოხდა, სადაც სოფიო შეჯიბრში ძველ მეწყვილე კსენია პალკინასთან ერთად ჩაება. საინტერესოა, რომ ქართველმა და ყირგიზმა ჩოგბურთელებმა პირველი ტიტული ჯერ კიდევ 2008 წელს დაისაკუთრეს, საერთო ჯამში კი, უკვე მე-4 ჯილდოს გამორჩნენ.

Thank you Ksenia!!! Remembering our childhood and all the years we are friends and know each other!!! One more😍🌞✔ SOLINCO adidas

Posted by Sofia Shapatava სოფია შაფათავა on შაბათი, 31 აგვისტო, 2019

ალმათის ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი გახლდათ, შაფათავას და პალკინას კი ჩემპიონობისთვის 4 მატჩის მოგება ეყოთ. გადამწყვეტ შეხვედრაში მე-3 ნომრად განთესილი ქართველი და ყაზახი ჩოგბურთელები მე-4 რეიტინგის მქონე სერბულ-რუსულ დუეტს (ჩუროვიჩი-სილიჩი) გაეჯიბრნენ და 6:4, 7:6 (7:3) მოიგეს.

WTA-ს წყვილთა რეიტინგში შაფათავას 414 ქულა აქვს და 171-ე ადგილზეა, თუმცა, დღევანდელი წარმატების მერე წინსვლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები