Thumbnail
  • ქართველების ანორთოსისმა ამხანაგურ მატჩში ეთნიკოსს მოუგო - 3:1
  • თორნიკე ოქრიაშვილმა ამ თამაშში გოლი და საგოლე პასი მიითვალა

ფამაგუსტას ანორთოსისის ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა გატანილი გოლით თავი ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში, შინ აპოლონთან უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო. სწორედ ამით ისარგებლა ანორთოსისმა და ამხანაგური შეხვედრა ეთნიკოსთან ჩაატარა.

თემურ ქეცბაია ანორთოსისში ამ ზაფხულს დაბრუნდა

ქეცბაიას შეგირდებმა მეტოქეს ანგარიშით 3:1 მოუგეს, მეორე გოლი კი მოედანზე შეცვლაზე შესულმა ოქრიაშვილმა 70-ე წუთზე შეაგდო. ამის შემდეგ თორნიკე საგოლე პასითაც გამოირჩა, როდესაც თანაგუნდელ რაიოსს საბოლოო ანგარიში დააფიქსირებინა. შეხვედრის მიწურულს ოქრიაშვილი ეფექტური დარტყმითაც ცდილობდა გატანას, თუმცა ვერ შეძლო.

📺 ოქრიაშვილის გოლი

თამაშში მონაწილეობა ანორთოსისის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, ბუბა დაუშვილმა მიიღო. სათადარიგოთა შორის იყო ნიკა კაჭარავაც, განაცხადში კი არ ყოფილა გუნდის მეკარე გიორგი ლორია.

კომენტარები

ბოლო ამბები