Thumbnail
  • ქართველი გამთამაშებელი საბერძნეთის ჩემპიონატში 28 სექტემბერს ჩაერთვება
  • 18 წლის ანდრონიკაშვილს პროფესიონალებთან ჭიდილი მოუწევს

პოპსპორტის მიერ ათიოდ დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ბერძნულ იონიკოსში განაგრძობს.

რატი ანდრონიკაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი გახლდათ

18 წლის ანდრონიკაშვილმა, რომელსაც უკვე დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა, ბერძნულ გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნიკაიელებმა გასულ სეზონში ქვეყნის მე-2 ლიგაში პირველობა არავის დაუთმეს და ახლა, ელიტაში თამაში მოუწევთ, ამდენად შემადგენლობის გაძლიერებითა არიან დაკავებულნი.

ქართველის ტრანსფერამდე, იონიკოსმა უკრაინის ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი სტივენ ბარტი, საბერძნეთის ნაკრების ექსმოთამაშეები სოფოკლის შორცანიტისი და ლუკას მავროკეფალიდისი, ასევე ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წევრი როელანდ შაფტენაარი შეიმატა.

📺 რატი ანდრონიკაშვილის საუკეთესო მომენტები

შეგახსენებთ, რომ რატიმ გასული სეზონი ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში გაატარა, სადაც მირაფლორესის ღირსებას იცავდა. ქართველ უკანახაზელს აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა, საბერძნეთის უმაღლესლიგელი გუნდი არჩია, სადაც პროფესიონალ კალათბურთელებთან მოუწევს თამაში.

იონიკოსი ახალი სეზონის სასტარტო მატჩს 28 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც შინაურ კედლებში ლავრიოს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები