Thumbnail

მსოფლიოს ჩემპიონატი | შოკი ტოკიოში - თუშიშვილმა ტიტული ვერ დაიცვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ქართველი მძიმეწონოსნის დასანანი მარცხი მსოფლიოს ჩემპიონატზე
  • გურამ თუშიშვილი ნახევარფინალში ჰისაოში ჰარასავასთან დამარცხდა
  • საქართველოს ტოკიოში მესამე - ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, მძიმე წონის კატეგორიის ნახევარფინალში დამარცხდა გურამ თუშიშვილი (+100) და შარშანდელ ჩემპიონს ახლა ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

მსოფლიოს (2018), ევროპის თამაშებისა (2019) და ევროპის (2017) ქართველმა ჩემპიონმა იაპონიის დედაქალაქში ყველა წინასწარი შეხვედრა ვადამდე და ძალიან დამაჯერებლად მოიგო, ცუდად არც ნახევარფინალურ დაპირისპირებაში იაპონელ ჰისაოში ჰარასავასთან გამოიყურებოდა, მეტოქეს შიდოც მიაღებინა, მაგრამ ერთ ეპიზოდში მეტოქეს ბოჭვის გაკეთების შესაძლებლობა მისცა და ძალიან დასანანი მარცხი იწვნია.

გურამ თუშიშვილი ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა

გურამ თუშიშვილი ჰისაიოში ჰარასავასთან დამარცხდა :(

Posted by Silk Sport on შაბათი, 31 აგვისტო, 2019

გურამი, როგორც წონის ლიდერი, პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მას მეტოქედ ინდოელი შუბჰამ კუმარი შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა 17 წამში შეძლო ბრძოლის მოგება და მომდევნო წრეში გავიდა.

თუშიშვილის მოგება იპონით 17 წამში

გურამ თუშიშვილის ბრწყინვალე დასაწყისი - იპონი 17 წამში ინდოელ ძიუდოისტთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

გურამმა მერვედფინალში უზბეკ თემურ რახიმოვთან იჭიდავა. მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, რის შემდეგაც ჯერ ვაზარი აუღო და, საბოლოოდ, მეტოქე შებოჭა და იპონით გაიმარჯვა.

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

1/4-ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იყო. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ვაზარზე დააგდო, ბოლოს კი - იპონზე.

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!!!

გურამ თუშიშვილმა ჰენკ გროლიც იპონით დაამარცხა ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია!!!

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

ქართველოს ნაკრებს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს - მანამდე ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები