Thumbnail
  • ტოკიოში ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე მიმდინარეობს  
  • შარშანდელმა ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ყველა ბრძოლა ვადამდე მოიგო
  • ქართველი მძიმეწონოსანი 1/2-რფინალში იაპონელ ჰისაოში ჰარასავას ხვდება

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში დამაჯერებლად გამოდის შარშანდელი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.

გურამი, როგორც წონის ლიდერი, პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში მეტოქედ ინდოელი შუბჰამ კუმარი შეხვდა. ქართველმა ძიუდოისტმა 17 წამში შეძლო ბრძოლის მოგება და მომდევნო წრეში გავიდა.

თუშიშვილის მოგება იპონით 17 წამში

გურამ თუშიშვილის ბრწყინვალე დასაწყისი - იპონი 17 წამში ინდოელ ძიუდოისტთან

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

გურამმა მერვედფინალში უზბეკ თემურ რახიმოვთან იჭიდავა. მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, რის შემდეგაც ჯერ ვაზარი აუღო და, საბოლოოდ, მეტოქე შებოჭა და იპონით გაიმარჯვა.

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

1/4-ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იყო. ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა მეტოქეს ჯერ ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ვაზარზე დააგდო, ბოლოს კი - იპონზე.

ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!!!

გურამ თუშიშვილმა ჰენკ გროლიც იპონით დაამარცხა ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია!!!

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

გურამ თუშიშვილის მეტოქე ნახევარფინალში იაპონელი ჰისაოში ჰარასავა იქნება - რიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 14:00 სთ-იდან დაიწყება.

ქართველოს ნაკრებს ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი აქვს - მანამდე ოქროს მფლობელი ლუხუმ ჩხვიმიანი (-60) გახდა, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-81) მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები