Thumbnail

თუშიშვილმა უზბეკი მეტოქე შებოჭა და მეოთხედფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოკიოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე დაიწყო
  • ბოლო დღეს მედლის მოგებას გურამ თუშიშვილი ეცდება

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მე-7 საჭიდაო დღეს, საქართველოს ნაკრებიდან ტატამიზე გურამ თუშიშვილი (+100კგ) გავიდა, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალი იყო. გურამს მეორე წრეში მეტოქედ ინდოელი შუბჰამ კუმარი შეხვდა, რომელსაც 17 წამში იპონით სძლია.

გურამმა მერვედფინალში უზბეკ თემურ რახიმოვთან იჭიდავა. მეტოქეს 2 გაფრთხილება მიაღებინა, რის შემდეგაც ჯერ ვაზარი აუღო და, საბოლოოდ, მეტოქე შებოჭა და იპონით გაიმარჯვა. გურამის მომდევნო მეტოქე ჰოლანდიელი ჰენკ გროლი იქნება.

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა თემურ რახიმოვი შებოჭა და იპონით დაამარცხა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები