Thumbnail

US OPEN | როჯერ ფედერერი მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი US Open-ის მერვედფინალშია
  • შვეიცარიელმა რეკორდსმენმა ბრიტანელ დენიელ ევანსს შანსი არ დაუტოვა

დიდი სლემის ტურნირების რეკორდსმენი როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში უპრობლემოდ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე პირველად არ წააგო სეტი. მესამე ნომრად განთესილმა შვეიცარიელმა ბრიტანელი დენიელ ევანსი სამ სეტში, 6:2, 6:2, 6:1 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის როჯერმა პირველ ორ მატჩში პირველი სეტები დათმო. “დღეს სხვანაირად არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ, ხანდახან გამოგდის ასე, ხანდახან კი - არა. კარგი ჩოგბურთი ვითამაშე და სიამოვნება მივიღე,” - განაცხადა მატჩის შემდეგ ფედერერმა, რომელსაც US Open ხუთჯერ აქვს მოგებული.

📺 ვიდეო: როჯერ ფედერერი 6:2, 6:2, 6:1 დენიელ ევანსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები